9.8 C
Tbilisi
კვირა, ნოემბერი 8, 2026
banner

“”ენერგეტიკულ ზავზე” არაფერი ვიცით” – რუსეთის დუმის წარმომადგენელი

რუსეთში აცხადებენ, რომ უკრაინასთან „ენერგეტიკული ზავის“ შეთანხმების შესახებ ინფორმაციას არ ფლობენ. აღნიშნული განცხადება რუსეთის სახელმწიფო დუმის ენერგეტიკის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გააკეთა.

რუსი დეპუტატის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადება რეალობას არ ასახავს და შესაძლოა ეკონომიკურ მოტივებს უკავშირდებოდეს:

„ტრამპი ხშირად ამბობს ხოლმე რაღაცებს, რათა ნავთობზე ფასები არ გაიზარდოს“, — აღნიშნა დუმის წარმომადგენელმა.

მანამდე დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის „ენერგეტიკული ზავი“ ამოქმედდა, თუმცა შეთანხმების დეტალები არ დაუკონკრეტებია.

საინფორმაციო გამოცემა Axios-თან საუბრისას უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმაც განმარტა, რომ მისთვის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია სიახლე იყო, თუმცა აღნიშნა, რომ თუ მოსკოვი მზად არის, კიევიც დათანხმდება.

ამ ეტაპზე კრემლის ოფიციალურ პირებს ტრამპის ინიციატივაზე დამატებითი კომენტარი არ გაუკეთებიათ.

banner
წინა სტატიაშიავარია კახეთის გზატკეცილზე: ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა- დაშავებულებს შორის არასრულწლოვნები არიან
შემდეგი სტატიაუკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, ლაშა ბროლაძე დაიღუპა