ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) ხელმძღვანელმა BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ ნავთობისა და გაზის კრიზისის „ერთადერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოსავალი“ ჰორმუზის სრუტის ხელახალი გახსნაა.
ფატიჰ ბიროლის თქმით:
სრუტის გახსნის შემთხვევაშიც კი, ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე მიყენებული ზიანი, სავარაუდოდ, შეამცირებს ყურის ქვეყნებიდან გაზისა და ნავთობის ნაკადს ომამდელ პერიოდთან შედარებით.
ენერგოოპერაციების ძველ ნიშნულზე დაბრუნებას „თვეები და თვეები“ დასჭირდება.
„ამას ექნება რეპერკუსიები (უკუეფექტი) ეკონომიკაზე, განსაკუთრებით განვითარებად ქვეყნებზე, რომელთა ეკონომიკა გაცილებით მყიფეა, ვალუტა კი — სუსტი“.
ბიროლი აღნიშნავს, რომ ამ ეტაპზე ინფრასტრუქტურის დაზიანების სრული შეფასება რთულია, თუმცა მიღებული ინფორმაციით, ენერგეტიკულ ობიექტებზე საშუალო ან მძიმე ხარისხის დაზიანებებია, რაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია გლობალური ენერგობაზრებისა და მსოფლიო ეკონომიკისთვის.
















