ენერგეტიკის მინისტრი არ გამორიცხავს, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაიყიდოს

ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი არ გამორიცხავს, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისი“ გაიყიდოს, თუმცა აცხადებს, რომ ეს ორ კერძო სუბიექტს შორის მოლაპარაკების საკითხია.

„ზედმეტი საუბრისგან თავს შევიკავებდი, თუმცა ჩვენ მივესალმებით კერძო გარიგებებს. რაც შეეხება თვითონ გადაწვეტილებას, ეს პირდაპირ კავშირში არანაირად არ არის დროებით მმართველთან, ამაზე ცალკე მიმდინარეობდა მოლაპარაკებები. თუ კომპანია გაიყიდება, ეს ნიშნავს, რომ დროებითი მმართველი აღარ იქნება, ამიტომ ჩვენ დაველოდებით როგორ განვითარდება მოვლენები და შესაბამისად ვიმოქმედებთ. რაც შეეხება დავალიანებას, ნაწილი თანხები პროცენტები გადახდილია საკმაოდ დიდი რაოდენობით დროებითი მმართველოს პერიოდში სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ, თუმცა დავალიანების ძირი გადასახდელია და ჩვენ გვექნება ამაზე მოლაპარაკება ახალ მფლობელთან თუკი კომპანიის გასხვისება მოხდება“, – განაცხადა ილია ელოშვილმა.

ამასთან ვრცელდება ინფორმაცია, რომ „ყაზტრანსგაზ თბილისს“ “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” ყიდულობს.

banner
წინა სტატიაშითურქეთში ისრაელის სალეჩოზე თავდასხმა განხორციელდა
შემდეგი სტატიაპარიზის მახლობლად მდებარე სოფელი ლევილი 23 სექტემბერს საქართველოს ნაწილი გახდება