ენძელა მაჭავარიანი: წამიკითხავს – ხალხი ტელევიზორზე, მაცივარზე, ძაღლზე, კატაზე ქორწინდება

მეცხრე მოწვევის პარლამენტის “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” დეპუტატი ენძელა მაჭავარიანი აცხადებს, რომ ერთი და იმავე სქესის ადამიანთა თანაცხოვრებას ქორწინებას ვერ დაარქმევს.

ამის შესახებ მან ტელეკომპანია “იბერიას” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ კონსტიტუციაში ქორწინების დეფინიცია უნდა დაკონკრეტდეს.

“ერთქესიანთა თანაცხოვრებას მე არ დავარქმევდი ქორწინებას. მათ შეუძლიათ დაარქვან თანაცხოვრება და როგორი წესითაც უნდათ ისე გააფორმონ იურიდიულად. მათ აქვთ უფლება იცხოვრონ ისე, როგორ სურთ. ჩვენ დემოკრატიულ საზოგადოებაში ვცხოვრობთ. მე მომისმენია, წამიკითხავს, ხალხი ტელევიზორზე, მაცივარზე, ძაღლზე, კატაზე ქორწინდება და არ უშლიან ამის გაკეთებას, მაგრამ მე მიმაჩნია რომ კონსტიტუციაში ჩაწერა.

ყველას უნდა ჰქონდეს იმის შესაძლებლობა, რაც სურს ის გააკეთოს, მაგრამ ზუსტად ამის უფლებას მიანიჭებს. კონსტიტუციაში ჩაიწერება, რომ ქორწინება არის ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა. ეს მათ მიანიჭებთ სრულ თავისუფლებას, რომ თავიანი ურთიერთობა ვისთანც უნდა. როგორც უნდა ისე დაიცვას იურიდიულად და გააფორმოს. მიმაჩნია, რომ ყველას უნდა შეუქმნათ ამის პირობები, მაგრამ კონსტიტუციაში ამის ჩაწერა ძალიან კარგი მოვლენა იქნება და ვფიქრობ, რომ ეს მათაც მოუხსნის პრობლემებს და ვინც მხარს არ უჭერს ასეთ ურთიერთბას.

კონსტიტუციაში იმის ჩაწერა, რომ ქალი და მამაკაცი ოჯახია, გაათავისუფლებს იმ ადამიანებს იმ სიტუაციისგან და როგორც უნდა ისე დააკანონებენ მერე თავის ურთიერთობას”, – განაცხადა ენძელა მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: საყურადღებოა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი ავტომობილების გაუმართაობაზე მოდის
შემდეგი სტატიაპრეზიდენტი: ადვოკატებზე ნებისმიერ ზეწოლას იმ ღირებულებებზე ზეწოლად განვიხილავ, რომლის დაცვასაც კონსტიტუცია გვავალებს