„ენდიაის“ კვლევის თანახმად, ინსტიტუციების საქმიანობის რეიტინგიში საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ლიდერობს

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევის თანახმად, ინსტიტუციების რეიტინგიში დადებითი შეფასების მხრივ პირველ ადგილზე საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიაა.

კვლევის შედეგებით, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 20 პროცენტი „ძალიან კარგად“ აფასებს, 41 პროცენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საქმიანობა „კარგია“, 21 პროცენტი – „საშუალო“.

ამასთან, გამოკითხულთა 12 პროცენტი მიიჩნევს, რომ იუსტიციის სახლების საქმიანობა „ძალიან კარგია“, 47 პროცენტი – „კარგი“, 27 პროცენტი – „საშუალო“.

რაც შეეხება ჯარის საქმიანობას გამოკითხვის შედეგი შემდეგნაირია: „ძალიან კარგი“ – 8 პროცენტი, „კარგი“ – 47 პროცენტი, „საშუალო“ – 26 პროცენტი.

საქართველოს პოლიციის საქმიაობას გამოკითხულთა 6 პროცენტი „ძალიან კარგად“ აფასებს, 42 პროცენტი – „კარგად“, 34 პროცენტი – „საშუალოდ“.

დღეს ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) და CRRC-საქართველომ მედიას 2019 წლის აპრილში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მეორე ნაწილი წარუდგინეს.

კვლევის საველე სამუშაოები „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა“ (CRRC – საქართველო) ჩაატარა.

კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა.

კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2.1 პროცენტი.

banner
წინა სტატიაშიNDI – გამოკითხულთა 56 პროცენტი საქართველოს მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
შემდეგი სტატიახვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს: 17% “ქართული ოცნება”, 14% ენმ , 3% “ევროპული საქართველო”, 27%-მა არ იცის – NDI-ის კვლევა