„ენდიაიას“ კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 31 პროცენტი კახა კალაძის საქმიანობას კარგად აფასებს, 16 პროცენტი ცუდად

როვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (IND) გამოკვლევის თანახმად, ლიდერებისადმი დამოკიდებულების მიხედვით ყველაზე დადებითი შეფასებას თბილისის მერი კახა კალაძე იმსახურებს, მას 13 % ძალიან კარგად აფასებს და 31% კარგად.

მას მოსდევს პრემიერი გიორგი გახარია, მას 4 % ძალიან კარგად აფასებს და 17% კარგად. პარლამენტის თავმჯდომარეს მხოლოდ 1 % აფასებს ძალიან კარგად და 12% კარგად და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 1% აძლევს ძალიან კარგ შეფასებას, 8% კი კარგად აფასებს.

პოლიტიკოთა მიმართა დამოკიდებულებაში, ყველაზე უარყოფითად საზოგადოება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიმართაა განწყობილი. 49- 49% მათ საქმიანობას უარყოფითად აფასებს. მათ დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მოსდევს 41% -იანი უაყოფითი შეფასებით და 39-39 %-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და პარტია „გირჩის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიმართ.

NDI-მ და CRRC–საქართველომ კვლევა ჩაატარეს 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, მთელი საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით). გამოკვლევაში 2180 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.

banner
წინა სტატიაშიჯემალ გამახარია: თუ რუსეთი განახორციელებს მის გეგმას, აფხაზები დაიღუპებიან
შემდეგი სტატიაენდიაი – გამოკითხულთა 53 პროცენტი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში დემოკრატია არ არის