ენდიაი – გამოკითხულთა 64 პროცენტი უარყოფითად აფასებს მთავრობის საქმიანობას

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2020 10:47

ენდიაი – გამოკითხულთა 64 პროცენტი  უარყოფითად  აფასებს მთავრობის საქმიანობას

საქართველოში გამოკითხულთა 30 პროცენტი არსებული მთავრობის საქმიანობას კარგად აფასებს, ხოლო 64 პროცენტი – უარყოფითად. ამის შესახებ ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) დაკვეთით ჩატარებულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2019 წლის 19 ნოემბერი-13 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,180 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

NDI-ის კვლევები ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით.

გამოკითხვას ატარებს CRRC-საქართველო.

გამოკითხვის საშუალო ცდომილების ზღვარი +/- 1.9 პროცენტია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge იანვარი 16, 2020 10:47