სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორი – პრემიერ-მინისტრთან ძალიან გულახდილი საუბარი შედგა

პრემიერ-მინისტრისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების შეხვედრის შემდეგ, სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა მედიასთან კომენტარი გააკეთა. ლუარა დგებუაძემ იმ პრობლემებზე ისაუბრა, რაზეც ექიმებმა მთავრობის მეთაურთან საუბრისას გაამახვილეს ყურადღება.
„სამეგრელოს რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს შევხვდით.

ჩვენს შორის ძალიან გულახდილი საუბარი შედგა. პრემიერი დაინტერესდა ჩვენი პრობლემებითა და მიღწევებით. პირადად მე სენაკის ბავშვთა საავადმყოფოს წარმომადგენელი ვარ. ჩვენთან ძალიან ბევრი გაკეთდა 2013 წლის შემდეგ. მოხდა საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია. შეძენილი იქნა მკურნალობისა და დიაგნოსტიკისათვის საჭირო სამედიცინო აპარატურა.

ჩვენს რეგიონში არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია და პრემიერს თხოვეს, რომ ამისთვის მიექცია ყურადღება. გიორგი გახარიასგან მოვისმინეთ დაპირება, რომ აღნიშნული საკითხით დაინტერესდება“, – განაცხადა ლუარა დგებუაძემ.

banner
წინა სტატიაშიგია ხუხაშვილი: ბერას, როგორც კერძო პირს, სრული უფლება აქვს ისე მოიქცეს, როგორც მიაჩნია საჭიროდ
შემდეგი სტატიასკანდალი-პატრიარქის გადაყენებაზე „მეჩალიჩებოდნენ“ – ყველაზე კარგი ვარიანტი იყო, რომ პატრიარქი მოეკლათ