“ენა რომლითაც ტოლსტოი დოსტოევსკი და პუშკინი მეტყველებდა, რუსული პროპაგანდა არაა”

გია ვოლსკი facebook-ის საკუთარ გვერდზე დღევანდელ პროცესებს აფასებს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი ქართულ მედიასივრცეში რუსულენოვანი არხის შესაძლო გამოჩენას დადებითად აფასებს.
„არ იქნება ურიგო იმ რუსულენოვან სტუმრებს და ტურისტებს, გინდაც საქართველოს გარეთ, სწორი მართებული ინფორმაცია რომ ესმოდეთ თავის ენაზე.“- განაცხადა ვოლსკიმ, მისი თქმით ამ საკითხს რუსული პროპაგანდის გაძლიერებასთან კავშირი არ აქვს და მსგავსი განცხადებები სპეკულატიურია:

„ამის მიბმა ერთმანეთზე არის აბსოლუტურად უსაფუძვლო და მე ვფიქრობ სპეკულატიურიც. რუსული ენა რომლითაც მეტყველებდა ტოლსტოი დოსტოევსკი და პუშკინი ეს არ არის რუსული პროპაგანდა და პოლიტიკასთან ამას კავშირი არ აქვს“- აღნიშნა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ინფორმაცია მაქვს, გია გაჩეჩილაძე აპირებს თქვას, რომ “მაესტროში” 5 მილიონი აქვს დახარჯული”
შემდეგი სტატიასაქართველოში უახლოეს დღეებში ტემპერატურა +19 გრადუსამდე მოიმატებს