ემზარ უბილავა: მთავარია არ გავიყიდოთ, დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი-ვიწყებთ თავიდან

2012წლის ოქტომბრის არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების მერე გვეგონა, რომ ქვეყანა დაადგებოდა განვითარების დემოკრატიულ გზას , ქვეყანაში ადამიანი და მისი უფლებები იქნებოდა პრიორიტეტი. მივიღეთ: სრული რეგრესი ყველა მიმართულებით, ხელისუფალმა მიიტაცა ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ყველა საფუძველი;სასამართლო, პროკურატურა,მედიის უმრავლესობა,მოისყიდა ან “მიახრჩო” პოლიტიკური პარტიები, დევნის განსხვავებულ აზრს. მოკლედ ქვეყანა გახდა ერთი პირის და მასთან დაახლოებული მცირე ” კასტის”სამფლობელო.
ამ უმზგავსობას ქართველი ხალხი საკადრის პასუხს გასცემს მ.წ. ოქტომბერში არჩევნებზე და ქვეყანა დაადგება განვითარების გზას. ჩვენ ამ საქმეში უნდა ვიყოთ შეუვალნი, არავის არ უნდა მივცეთ უფლება ქვეყანას წაართვან მომავალი. ჩვენ უნდა გქონდეს უფლება ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ ჩვენს ქვეყანაში, მიუხედავად იმისა აწყობს თუ არა ეს ხელისუფალს. ჩვენ არ უნდა დავტოვოთ ჩვენი ქვეყანა და გავაკეთოთ ყველაფერი იმისათვის, რომ ხელისუფლება დაუბრუნოთ ხალხს… ძალა ხალხშია…მთავარია არ გავიყიდოთ, დავიცვათ ჩვენი და ჩვენი შვილების ღირსეული მომავალი…უფალი გფარავდეთ სიმართლისთვის ბრძოლაში…ვიწყებთ თავიდან-წერს “ქართული ოცნების” ყოფილი რეგიონალური ორგანიზაციის  ერთ-ერთი ლიდერი ემზარ უბილავა.

banner
წინა სტატიაშინათია მეზვრიშვილი – დონორთა დახმარება ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან რეფორმები და გეგმები საკმაოდ ამბიციურია
შემდეგი სტატიაჩემთვის პატივია, ვიმსახურო საქართველოში აშშ-ის ელჩად