ემზარ კვიციანის თქმით, პარლამენტთან მან თავი დაიცვა დემონსტრანტებისგან, რომლებიც თავს დაესხნენ “სასტვენებით და ცხვრებით”

“ჩვენ ხმას არ ვაძლევდით დღეს მთავრობას, ამიტომ ავდექი და წამოვედით პარლამენტიდან. წამოვედი და ავედი კაბინეტში ჩემთნა, მინდოდა პატარა წამემუშავებინა, მაგრამ კომპიუტერი იყო გათიშული ჩემი კომპიუტერი, ამიტომ დავრეკე და გამოვიძახე ტაქსი. ტაქსი ვერ ამოვიდა, ამოსასვლელი გადაკეტილი იყო, ამიტომ ქვემოთ ველოდებოდი. წამოვედი ჩამოსასვლელიდან და იქ დამესხნენ თავს, სასტვენებით, ცხვრებით და მთელი ამბავი და დამიწყეს ლანძღვა, გინება, ეს იყო სულ.

მე თავი დავიცავი.

ფიზიკურად თავს დასხმა, შეურაცხყოფა, მონას რომ გიწოდებს იმ ქვეყანასთან ბრძოლაში მისი წონა სისხლი რომ მაქვს დაღვრილი და ქვეყანა დაცული, ის ლაწირაკი, მოღალატე დედა რომ ყავს, კოდორში უშიშროების მინისტრი რომ შემოდიოდა და უშიშროების დავალებით… არ დამირტყამს მე არავისთვის, კაცო, ვის დავარტყი. მაჩვენეთ ის კადრები, სადაც ეს ჩანს. მე არავისთვის დამირტყამს, ჩემგან ვჯიკაობდი ხალხს და ახლა პროვოკაციულ იმას ნუ იძლევი, თუ არადა გატრიალდი და გადი აქედან”-აცხადებს ემზარ კვიციანი.

 

 

banner
წინა სტატიაშიადა მარშანია: „ასეთი ოპოზიცია ჰყავს უვარგის ხელისუფლებას“
შემდეგი სტატიაადა მარშანია: არ ეწყინოს ბატონ თადუმაძეს და ფანტომია ის, ვიდრე პროკურორი