ემზარ კვიციანი: რატომ არ შეიძლება, რომ დევნილებს სახლები სოხუმში ვუყიდოთ?!

ემზარ კვიციანი პერმანენტული აქციების ჩატარებით იმუქრება

ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ წევრმა ემზარ კვიციანმა ოკუპირებული ტერიტორებიდან იძულებით გააადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების მინისტრობის კანდიდატ სოზარ სუბარს დევნილების სახელით მადლობა გადაუხადა.

„პატრიოტთა ალიანსის“ ფრაქციის სხდომაზე კვიციანმა იმის შესახებ ისაუბრა, რომ კოდორის ხეობაში მცხოვრებ დევნილებს სამინისტროს მიერ გამოყოფილი თანხა არ ჰყოფნით და სოფლებს ტოვებენ.

„კარგია, რომ დევნილებისთვის სახლებს ყიდულობთ და ბევრი დევნილის სახელით მადლობას მოგახსენებთ, მაგრამ რა დააშავეს ჩვენმა თანამოქალეებმა, რომლებიც კოდორის ხეობაში ცხოვრობენ. ორი წლის წინ იქ 100 ოჯახი ცხოვრობა, ახლა 62 ოჯახია დარჩენილი, ანუ ის პატარა დახმარება, რომელსაც თქვენ ამ ადამიანებს უწევთ, საკმარისი არ არის იმისთვის, რომ იქ მოსახლეობა გაჩერდეს და დაბრუნდეს, არადა დაბრუნების სურვილი ბევრს აქვს“, – აღნიშნა ემზარ კვიციანმა.

ამასთან, დეპუტატმა მინისტრობის კანდიდატს ჰკითხა, თუ რატომ არ შეიძლება საქართველოს მოქალაქეებს სახლები სოხუმში შეუძინონ.

„თბილისში და სოფლებში დევნილებისთვის სახლებს რომ ყიდულობთ, რატომ არ შეიძლება, სოხუმში ვუყიდოთ და გავმაგრდეთ და გავძლიერდეთ იქ? როგორც ამას აკეთებენ აზერბაიჯანელები, რომლებიც თავისი მოქალაქეებისთვის სახლებს საქართველოში ყიდულობენ და სომხები თავიანთი მოქალაქეებისთვის საქართველოს ზღვისპირეთში ყიდულობენ. რატომ არ შეგვიძლია, რომ ჩვენს მოქალაქეებს ჩვენს ქვეყანაში სახლები ვუყიდოთ. ვუყიდოთ იქ, სადაც ტერიტორიები დაკარგულია“, – მიმართა ემზარ კვიციანმა სოზარ სუბარს.

banner
წინა სტატიაშიდემეტრე ეგნატაშვილი: არჩევნები არ ჩაიშლება და ლეგიტიმურად ჩაითვლება
შემდეგი სტატიაკალაძე ინაშვილს: საკმაო ინტელექტი გამაჩნია იმისა, რომ დღეს ვინმეზე არ ვიყო დამოკიდებული