ემზარ კვიციანი : “ჩვენ “ოცნებასთან” კონკურენტი არ ვართ, მათ ხმა უნდა მოგვცენ“

ემზარ კვიციანი პერმანენტული აქციების ჩატარებით იმუქრება

თავდაცვის კომიტეტში კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს ემზარ კვიციანი. როგორც ცნობილია, თავდაცვის კომიტეტი, ოპოზიციის კვოტით მოადგილის არჩევის საკითხს, მომავალ კვირას გააგრძელებს. თუმცა, კომიტეტის სხდომის თარიღი ჯერ არ დასახელებულა.

„მოადგილის პოსტთან დაკავშირებით, ჩვენ არ ვხსნით კანდიდატურას. არანაირი მოლაპარაკება არ ყოფილა და არც იქნება ნაციონალებთან. ოცნებასთან რა გვაქვს მოსალაპარაკებელი, ჩვენ ოცნებასთან კონკურენტი არ ვართ, მათ ხმა უნდა მოგვცენ,“ – განაცხადა კვიციანმა.

ამ თანამდებობაზე ნაციონალურმა მოძრაობამ ირაკლი აბესაძე, პატრიოტთა ალიანსმა კი ემზარ კვიციანი წარადგინეს. კომიტეტმა გუშინ წარდგენილი კანდიდატებიდან ვერც ერთი დაამტკიცა.

banner
წინა სტატიაშიშეთანხმებაზე არ შეიძლება იყოს საუბარი-აბესაძე თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურას არ მოხსნის
შემდეგი სტატიადიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავეს