ემზარ კვიციანი – 2020 წლიდან მე პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ

2020 წლიდან მე პოლიტიკაში დარჩენას აღარ ვაპირებ. – ამის შესახებ „პატრიოტთა ალიანსის“ დეპუტატმა ემზარ კვიციანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “7vs1” სტუმრობისას განაცხადა.

ჟურნალისტები დაინტერესდნენ ემზარ კვიციანის სამომავლო გეგმებით და ხომ არ უკავშირდება “წყვილების დახმარების ცენტრის“ დაფუძნება მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს. ემზარ კვიციანმა აღნიშნა, რომ ის პოლიტიკური კარიერის დასრულებას მომავალ წელს გეგმავს.

„2020 წლიდან მე პოლიტაში დარჩენას აღარ ვაპირებ. უკვე 60 წლის გავხდები 2020 წელს და ქველმოქმედებით დავკავდები. მე კიდევ თითქმის 2 წელიწადი დამრჩა. ვიშრომებ მაქსიმალურად, ვიმუშავებ და დავიხარჯები მთლიანად. ამის შემდეგ ალბათ ჩემს გზაზე წავალ. ამ ცენტრის საქმიანობით არ ვიქნები დაკავებული, მაგრამ გვერდში დავუდგები ბოლომდე, ეს ფაქტია“, – განაცხადა ემზარ კვიციანმა.

banner
წინა სტატიაშიენერგეტიკა ის დარგია, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ, ერთიან საქართველოსთან
შემდეგი სტატიაქვეყანა იმართება კორპორატიულად – ზვიად კვაჭანტირაძე (video)