ემუქრება მძიმე გართულებები და შესაძლო სიკვდილი – ექიმი მიხეილ სააკაშვილზე

საქართველოს მესამე პრეზიდენტი უკვე მე-17 დღეა, მკურნალობის კურსს კლინიკა “ვივამედში” გადის, თუმცა მისი მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ ხერხდება. მიხეილ სააკაშვილი თავს ისევ სუსტად გრძნობს, საკვების მიუღებლობის გამო კი წონის მკვეთრი კლება გრძელდება.

ნევროლოგი ოთარ თოიძე ამბობს, რომ მდგომარეობა შესაძლოა, ყოველ წუთს დამძიმდეს, ამის თავიდან აცილებისთვის ერთადერთ საშუალებად კი საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ასახელებს.

“სტაბილურად მძიმეა და სხვადასხვა გართულებების მოსალოდნელობა ყოველ წუთს იზრდება. ამ გართულებების თავიდან აცილების მიზნით სტაციონარში იმყოფება და მე არ მინდა ვივარაუდო, რომ ჩვენ მოგვიწევს პაციენტის ინტენსიურ თერაპიის ან კიდევ უარესი, რეანიმაციის პალატაში ნახვა. პაციენტს ემუქრება მძიმე გართულებები და შესაძლო სიკვდილი. საჭიროა მისი მულტიპროფილურ საავადმყოფოში მაღალკვალიფიციური თვალყურის დევნება, დიაგნოზების დაზუსტება და შესაძლო ახალი დიაგნოზებიც აღმოჩენა”, – თქვა ოთარ თოიძემ.

banner
წინა სტატიაშიხერსონის ოლქში უკრაინელებმა დამპყრობლები და მათი ჯავშანმანქანა „ტაიფუნი“ გაანადგურეს
შემდეგი სტატიაქუთაისელებს გადაწყვეტილი აქვთ, რომ ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია – ენმ მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს