“ემპათიას” პასუხი პაპუაშვილს: ექსპერტების დისკრედიტაციის მცდელობის შემთხვევაში, სამართლებრივი პროცედურები განხორციელდება

ცენტრი “ემპათია” შალვა პაპუაშვილს პასუხობს და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს – როგორც ცენტრის ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი სოციალურ ქსელში წერს, ყველა ექსპერტი, ვინც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას იკვლევდა, 2023 წელს სასამართლოზეა გამოკითხული.

მისივე თქმით, ექსპერტიზის დასკვნები ემყარება პენინტეციური სამსახურის სამედიცინო დაწესებულებების მიერ ნაწარმოებ დოკუმენტაციას და კვლევებს.

ექპერტების დისკრედიტაციის მცდელობის შემთხვევაში განხორციელდება სამართლებრივი პროცედურები – წერს მაირმა ჯიშკარიანი.

ცენტრი “ემპათია” ს განცხადება ბნ. მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით:
1. სასამართლო ექსპერტიზა დასრულებულ იქნა 2023 წ. თებერვლის დასაწყისში, ყველა მტკიცებულება, დასკვნა და რეკომენდაციები წარედგინა სასამართლოს. ჩართული იყო 17 ექსპერტი, ექსპერტები გამოიკითხა სასამართლოზე.
2. შემდგომი ინტერვენციების შესახებ ჩვენთვის უცნობია, არ მოუმართავს არც ადვოკატს და არც პაციენტს.
3. ექსპერტების უფლებამოსილება შეწყვეტილია აღნიშნულ საქმეზე 2023 წლის თებერვლიდან.
4. პატიმრის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებელია პენინტეციური სამსახური.
5. ექსპერტიზის დასკვნები ემყარება პენინტეციური სამსახურის სამედიცინო დაწესებულებების მიერ ნაწარმოებ დოკუმენტაციას და კვლევებს.
6. ექპერტების დისკრედიტაციის მცდელობის შემთხვევაში განხორციელდება სამართლებრივი პროცედურები.

ივანიშვილის გუნდი ეჭვის ქვეშ აყენებს იმ დიაგნოზებს და სახალხო დამცველის აპარატის იმ რეკომენდაციებს, რომლის საფუძველზეც, მესამე პრეზიდენტი ციხიდან ვივა მედში გაიდაყვანეს.
შალვა პაპუაშვილი აპირებს დათვალონ, რა დაჯდა სააკაშვილის ვივა მედში მკურნალობა და შეისწავლონ, იმ სამედიცინო დასკვნების სისწორე, რომელიც სააკაშვილის შესახებ მომზადდა.
ახლა საინტერესოაა დაიბარებენ თუ არა იმ მედიკოსებს გამოკითხავაზე, ვინც საახალხო დამცველთან არსებული კონსილიუმის შემადგენლობაში იყვნენ.

banner
წინა სტატიაშილევან ხაბეიშვილს, სუს-მა, ყველა შეზღუდვა, ორი თვით გუხანგრძლივა
შემდეგი სტატიაკიევში საელჩოს დაბომბვის გამო, აზერბაიჯანის საგარეო უწყებაში რუსეთის ელჩი დაიბარეს