“ემპათია” პენიტენციურს – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის​ წერილი არღვევს საქართველოს კანონს პაციენტის უფლებების შესახებ

ცენტრი „ემპათია“ სპეციალურ პენიტენციური სამსახურის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ექსპერტიზაში ხელის შეშლის მცდელობის შესახებ განცხადებას ავრცელებს და პენიტენციური სამსახურის უფროსს, თამთა დემურიშვილს პასუხობს.

ორგანიზაცია წერს, რომ 3 ნოემბერს, 21:11 სთ-ზე ელექტრონული ფოსტით დემურიშვილის პასუხი მიიღეს, რომლის მიხედვითაც ის ექსპერტთა თანხმობას მოითხოვს.

“03/11/2021 წელს ცენტრი „ემპათია“ -ს ელ. ფოსტაზე, 21:11 სთ – ზე მიღებული იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურის უფროსის ქნ. თამთა დემურიშვილის პასუხი ექსპერტების დაშვებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც ქალბატონი დემურიშვილი მოითხოვს ექსპერტთა თანხმობას, რათა მან მიმართოს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რათა სპეციალურ სამსახურის მიერ დამუშავებული იქნას ექსპერტთა პერსონალური ინფორმაცია, მოხდეს ექსპერტთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმება, ასევე, ეჭვი შეაქვს ექსპერტთა კვალიფიკაციაში

საჯაროდ, მივმართავთ, ქნ. დემურიშვილს დააზუსტოს რა სახის პერსონალურ ინფორმაციას ითხოვს, ვინაიდან ყველა ექსპერტის პროფესიული სახელმწიფო სერთიფიკატი წარდგენილი იქნა სპეციალური პენიტენციური სამსახურისადმი ცენტრი “ემპათია” -ს მიმართვაში 29/11/2021 წელს. აღნიშნული სერთიფიკატები არის საჯარო და ხელმისაწვდომი სსიპ. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს საიტზე: http://45.8.38.201/certificate/index.php?search=004759…

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის, სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის წერილი არღვევს საქართველოს კანონს პაციენტის უფლებების შესახებ, ასევე, საქართველოს კანონს ჯანმრთელობის დაცვის შესახებ, არღვევს ციხეების ჯანდაცვის საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის მიხედვითაც პაციენტის დისკრიმინაცია პატიმრობის ნიშნით დაუშვებელია და პაციენტს აქვს უფლება მიიღოს ალტერნატიული აზრი თავისი მდგომარეობის შესახებ. ბატონ მიხეილ სააკაშვილს აქვს გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უფლება და მან თანხმობა განაცხადა ცენტრი „ემპათია“ -ს მიერ სამედიცინო შემოწმებაზე, შესაბამისად, პენიტენციური სამსახურის სუპერვიზიას აღნიშნული საკითხი არ საჭიროებს”, – წერს ორგანიზაცია.

მათი თქმით, აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს მიმართეს, ასევე, წერილს გაასაჩივრებენ იუსტიციის მინისტრთან და საქმეს სამართლებრივი მსვლელობა მიეცემა.

გარდა ამისა, “ემპათია” საერთაშორისო ორგანიზაციებსა და დიპლომატიურ კორპუსსაც მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისმა საკოორდინაციო საბჭომ „მწვანე პასპორტის“ კონცეფცია და ვაქცინაციის წამახალისებელი სხვა ღონისძიებები განიხილა
შემდეგი სტატიაიმნაძე – აუცრელების ფასიან მკურნალობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის იდეა ვერ განხორციელდება, რადგან ამას საკანონმდებლო ცვლილებები დასჭირდება