ემოციური ვიდეო – 8 წლის ქართველი ემიგრანტი დას „იავნანას“ უმღერის

აშშ-ში, ბრუკლინში, 8 წლის გოგონა უმცროს დას მეგრული იავნანით აძინებს
ეს გულისამაჩუყებელი ვიდეო „თაიმერს“ მკითხველმა მოაწოდა. ,,თაიმერის“ ინფორმაციით, გოგონა 8 წლის სალომე მანიაა. სალომე საქართველოში დაიბადა, თუმცა რამდენიმე თვეში, მშობლებთან ერთად, აშშ-ში გადავიდა საცხოვრებლად. მიუხედავად იმისა, რომ სალომე ოკეანისგაღმა იზრდება, მშობლიური ენა გადასარევად იცის და მეტიც, როგორც ვიდეოდან ჩანს, მეგრულ ენასაც ფლობს.
სალომე აშშ-ში ქართული კულტურის ცენტრის წევრია და სიმღერასთან ერთად, ქართულ ცეკვებსაც შესანიშნავად ასრულებს

https://youtu.be/u4r69KrIAA4

 

banner
წინა სტატიაშიძალიან მნიშვნელოვანია, გაიზარდოს ქალთა მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში
შემდეგი სტატიატრანსგენდერებმა პირადობის მოწმობაში სქესის ჩანაწერის შეცვლაზე მოთხოვნა პროკურატურაში შეიტანეს