ემირ კუსტურიცას კონცერტი გადაიდო

თბილისის სპორტის სასახლეში დაგეგმილი ემირ კუსტურიცას კონცერტი გადაიდო. ამის შესახებ კონცერტის ორგანიზატორმა ლელა ასლანიკაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“კონცერტი გადაიდო. ბოლო დრომდე არ იყო ჩვენთვის ცნობილი რომ კანონმდებლობასთან წინააღმდეგობაში მოდიოდა მისი ჩამოყვანა და იურიდიული დეტალები გვქონდა დასაზუსტებელი”, – განაცხადა ლელა ასლანიკაშვილმა.

ემირ კუსტურიცა, რომელიც ოკუპირებულ ცხინვალში 2009 წელს იმყოფებოდა, ჯგუფთან ერთად თბილისში ჩამოსვლას და 8 დეკემბერს კონცერტის გამართვას გეგმავდა. კუსტურიცას კონცერტის ბილეთები ამ დრომდე იყიდება.

banner
წინა სტატიაში(video) ზაალ უდუმაშვილი და პარტიის მხარდამჭერები თბილისის საკრებულოს სხდომიდან გააძევეს
შემდეგი სტატია„ეს არის ძარცვა კანონის სახელით“