ემირ კუსტურიცა შეუერთდა ფსევდო-მოძრაობას “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები”

ემირ კუსტურიცა
ემირ კუსტურიცა

სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა შეუერთდა ფსევდო-მოძრაობას “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩები”. შესაბამისი დამადასტურებელი სერტიფიკატი და მედალი მას გადაეცა მოსკოვში, სადაც ფაქტიურად დაარსდა ეს ფსევდო-მოძრაობა. კუსტურიცამ მხარი დაუჭირა ე.წ. “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” ინიციატივას, რომელიც ვითომ მიზნად ისახავს “მსოფლიოს ყურადღების მიპყრობას აფხაზეთში უძველესი ქრისტიანული ძეგლების პრობლემებისადმი”.
“მე მხარს ვუჭერ “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების” მოწოდებას. აფხაზეთში არსებული უძველესი ქრისტიანული ტაძრები უნდა შენარჩუნდნენ და ისინი უნდა იხილოს მომავალმა თაობამ”, – აღნიშნა კუსტურიცამ.
მისი თქმით, აფხაზეთი არის მსოფლიო ქრისტიანობის უძველესი ცენტრი. კავკასიაში პირველი ეკლესიები სწორედ აფხაზეთის ტერიტორიაზე გაჩნდა და მსოფლიო თანამეგობრობას, პირველ რიგში გაეროს, არ შეუძლია იქ მდებარე მსოფლიო მნიშვნელობის ქრისტიანული ტაძრების განადგურებას გულგრილად უყუროს.
შეგახსენებთ, ამა წლის 2 ოქტომბერს ე.წ. “აფხაზეთის კეთილი ნების ელჩებმა” გაავრცელეს ვიდეომიმართვა იუნესკოსადმი და მოითხოვეს, რომ ამ უკანასკნელმა განიხილოს აფხაზეთში არსებული ტაძრების შენარჩუნების საკითხი.

banner
წინა სტატიაში“გოგა ონიანის დაკავებით არავინ არ დაშინდება” – ნიკა რურუა
შემდეგი სტატია“ვიცნობ საქმის მასალებს და ვფიქრობ,ის უდანაშაულოა !”- ელისო კილაძე გოგა ონიანის დაკავებას ეხმაურება