ემინემი ტრამპს თავს დაესხა

9ამერიკელმა რეპერმა ემინემმა აშშ-ს პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი ახალ ტრეკში გაანადგურა – Rolling Stone-ი წერს. კომპოზიცია, რომლის სახელია Campaign Speech (წინასაარჩევნო სიტყვა) მომავალ ალბომში შევა, რომელზეც მუშაობს მუსიკოსი.
“საშიშ ადამიანად მთვლით? მაგრამ უნდა გეშინოდეთ ამ წყეული კანდიდატის. თქვენ ამბობთ, ტრამპი ტრაკებს არ კოცნის როგორც მარიონეტი? იმიტომ, რომ თვითონ აფინანსებს საკუთარ კამპანიას? და ეს გინდოდათ თქვენ?” – ამბობს ემინემი თავის ტრეკში.

ლუიზიანას შტატის სენატორობის კანდიდატი დევიდ დიუკი, რომელიც 1970-იან წლებში კუ-კლუს-კლანის ერთ-ერთ ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა, ემინემის ტრეკს გამოეხმაურა “ტვიტერში”: “ემინემი წლების მანძილზე წამლავდა ჩვენს ახალგაზრდობას” – დაწერა პოლიტიკოსმა.
ჯერეჯრობით უცნობია თვითონ ტრამპის რეაქცია.

banner
წინა სტატიაშისავჩენკოს სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაციებთან წვდომა შეუჩერეს
შემდეგი სტატიასერგო რატიანი : ,,მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს ,,ქართულ ოცნებაზე“ დაქვემდებარება“