ემიჯნებით უკრაინელების პოზიციას? თქვენი თანამშრომლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ახლა ომი თუ გვიშველის? – მამუკა მდინარაძე ჟურნალისტს

„თქვენ, მაგალითად, იმ პოზიციას, რომ ომი გვიშველის მხოლოდ, ემიჯნებით, თუ არ ემიჯნებით? აი, თქვენ, რადგან მე ახლა ბრალს ვდებ თქვენს კოლეგას, როგორც თქვენ ამბობთ, ემიჯნებით თუ არა. შეგიძლიათ თქვათ, რომ ემიჯნებით ასეთ პოზიციას, თუ მან თქვა, ან თუ ვინმემ თქვა?“ – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტელეკომპანია „მთავარის“ ჟურნალისტს და მას სთხოვა გამიჯვნოდა მისი ტელევიზიის თანამშრომლის თენგო გოგოტიშვილის მოწოდებას საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

ჟურნალისტის რეპლიკაზე, რომ ის იტყუებოდა, მდინარაძემ აღნიშნა, რომ ამოიღებდა გოგოტიშვილის სიტყვებს, სადაც ის მოწოდებას აკეთებდა ომთან დაკავშირებით, სხვა შემთხვევაში, აგებდა პასუხს.

„წარმოიდგინეთ, ვერ ემიჯნებით ომის ნარატივს. ემიჯნებით უკრაინელების პოზიციას? თქვენი თანამშრომლის პოზიციას იმის შესახებ, რომ ახლა ომი თუ გვიშველის? მე ვთხოვ ჩვენს პრესსამსახურს, თქვენი ეს სიტყვები ახლა მოჭრას და თენგო გოგოტიშვილის სიტყვებს დაუდოს გვერდზე, რომ თითქოს მე ვატყუებ ხალხს და ამ დროს თენგო გოგოტიშვილს თითქოს არ უთქვამს ეს სიტყვები. მე სიცოცხლით ვაგებ პასუხს, რომ მან თქვა ის სიტყვები, რაც თქვა, რაც პირდაპირ იყო ომისკენ მოწოდება. ნებისმიერი ფორმით, სიცოცხლით ვაგებ პასუხს. თქვენმა კოლეგამ ომისკენ პირდაპირი მოწოდება გააკეთა და მან თქვა, რომ ომი თუ გვიშველისო. ეს იყო მისი სიტყვები. რაღაც რაღაცები დაგვრჩება უკანო, ისიც კი დაამატა ამ ნარატივის გასამყარებლად. თქვენ ახლა ამბობთ, რომ ეს არის ტყუილი, თითქოს მას არ უთქვამს და ჩვენ დავამონტაჟეთ?“ – განაცხადა მდინარაძემ საუბრის დროს.

banner
წინა სტატიაშიდეგნანსა და ჰარცელზე თავდასხმები სრულიად შეუსაბამოა და უნდა შეწყდეს – სენატორები
შემდეგი სტატიადონეცკში რუსული სარაკეტო იერიში განხორციელდა, არის მსხვერპლი