“ივანიშვილს და მისი ოჯახის წევრებს უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსვლა” – ეს არის ემიგრანტების მოთხოვნა მას შემდეგ, რაც მათ ბრიუსელიდან პასუხი მიიღეს.
ემიგრაციაში მცხოვრები ქართველები ევროკავშირს მოუწოდებენ, რომ სიტყვებიდან რეალურ ქმედებებზე გადავიდნენ.
იმისთვის, რათა საქართველო ბელორუსი არ გახდეს, საჭიროა მკვეთრი ნაბიჟები, რათა რეჟიმი დაუბრუნდეს ევროკავშირთან მოლაპარაკების მაგიდას – ამბობს ემიგრანტი გიორგი ნოზაძე “პირველებთან” საუბარში.
გახსოვთ, ლუკაშენკომ ბელორუსიაში ემიგრანტებს რომ ჩამოართვა ხმის მიცემის უფლება – საქართველო პირდაპირ ადგას ბელორუსიის გზას. მთავარია, რომ ეს აქციები იყოს უფრო მკვეთრი, უფრო ძლიერი, რაც აიძულებს რეჟიმს დაუბრუნდეს ევროკავშირთან მოლაპარაკების მაგიდას. ამიტომ სანქციები არ უნდა დარჩეს მხოლოდ სიტყვებად, ეს უკვე უნდა გადავიდეს რეალურ ქმედებეზე. ეს უნდა შეეხოს მათ შორის ოჯახის წევრებს, რომლებიც დადიან ევროპაში, მადრიდში ისვენებს მისი ძმის შვილი, როგორც ვიცი. მათ უნდა აეკრძალოთ ევროკავშირის ტერიტორიაზე შემოსვლა. იმიტომ, რომ ეს ადამიანები უქმნიან საფრთხეს საქართველოს დემოკრატიას. მათ არ სურთ არანაირი ევროპული კეთილდღეობა ქართველი ხალხისთის, ამიტომ ის ადამიანები არ უნდა დადიოდნენ და არ უნდა მოგზაურობდნენ ევროპაში თავისუფლად”, – ამბობს გიორგი ნოზაძე.
ევროკომიის პასუხი ქართველ ემიგრანტებს – მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებს, ბრიუსელიდან შეატყობინეს, რომ გრძელდება მუშაობა ივანიშვილის პარტიისთვის შემზღუდავი ზომების დასაწესებლად.
ემიგრანტებმა ევროკომისიას წერილი რამდენიმე კვირის წინ გაუგზავნეს. შრომით მიგრაციაში მცხოვრები ქართველების მთავარი მოთხოვნაა- ქართული ოცნების ლიდერების დასანქცირება და ევროპულ ქვეყნებში მოგზაურობის შესაძლებლობის შეზღუდვა. სწორედ ამ შინაარსის წერილით მიმართეს მათ ევროკავშირის უმნიშვნელოვანეს სტრუქტურას.
პასუხით ბრიუსელი კიდევ ერთხელ ადასტურებს რომ ვიდრე ივანიშვილის გუნდი არ შეწყვეტს ანტიევროპულ პოლიტიკას, იქამდე გაყინული იქნება კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.
















