ემიგრანტებმა, რომელსაც “ოცნება” ხმის მიცემას უზღუდავს, გზავნილების სახით 10 თვეში 3 მილიარდი დოლარი გადმორიცხეს

ოფიციალიური მონაცემებით, მხოლოდ ბოლო ათ თვეში, საქართველომ ფულადი გზავნოლებით სამი მილიარდი დოლარი მიიღო. წლიდან წლამდე ფულადი გზავნილები იზრდება, რაც ცხადყოფს, რომ ქვეყანაში დატოვებულ ოჯახებს სწორედ ემიგრაციიდან არჩენენ.

პირველ ადგილზეა შტატები. ათ თვეში საქართველოში ამერიკიდან 561 მლნ-ი დოლარი იქნა გადმორიცხული. რაც შეეხება ევროპის სახელმწიფოებს, აქ იტალია, გერმანია, საბერძნეთი ლიდერობს.

ეკონომისტები პირდაპირ ამბობენ, რომ ქართული ეკონომიკის დაახლოებით 10% სწორედ გზავნილებზე მოდის. იმს შემთხვევაში თუ გზავნილები შეფერხდება ან ემიგრანტები ქვეყანაში ფულს აღარ გადმორიცხავენ და პირიქით, საზღვარგარეთ წაიყვანენ საკუთარი ოჯახის წევრებს, ეს ეკონომიკისთის დიდი დარტყმა იქნება.

“მათი კონტრიბუცია ჩვენს ეკონომიკაში არის საკმაოდ მაღალი. ეკონომიკაში რა იგულისხმება? ეს ადამიანები საკუთარ ოჯახებს უგზანიან ფულს. ეს ოჯახები ზოგი უძრავ ქონებას ყიდულობს, ზოგი თვიდან თვემდე ირჩენ თავს ამ გამოგზავნილი ფულით და წელს, მარტო ათ თვეში, 3 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილია საქართველოში შემოსული. დაახლოებით 10% გამოდის დღეს ჩვენი ეკონომიკის. დაახლოებით 30 მლრდ-ი გვაქვს ჩვენ და ყოველწლიური გზანილი დაახლოებით არის 3 მლრდ-ი. ეს ფული თან, აქ, ადგილზე იხარჯება და მერე ამ დახარჯული ფულით ხდება გადასახადების გადახდა, იქ დღგ იქნება თუ სხვა ტიპის გადასახადი. მითუმეტეს, ეს ადამიანები აქ სესხებსაც იღებენ ამ გზანილები”, – ამბობს “საზოგადოება და ბანკების” დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე.

ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე ამბობს, რომ ემიგრანტები ქვეყნის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად არიან ჩართულები, ამიტომ ის ფაქტიც, რომ მათ ხმის უფლება შეიძლება, შეეზღუდოთ, არასწორია.

“ყველაზე მეტი ემიგრანტი ამ წუთას ცხოვრობს ევროკავშირის ქვეყნებში და ამერიკაში და აგზავნიან იქიდან ფულს. ეს თანხა, შეიძლება, ითქვას, ასი ათასობით ოჯახისთვის არის შემოსავლის წყარო. ამის გარდა, ქვეყნისთვის აქვს მაკრო ეკონომიკური მნიშვნელობა იმას, რომ ლარის კურსის სტაბილურობას უწყობს ხელს და უცხოური ვალუტის წყაროა. ეს გზავნილები ერთ რამეზეც მიუთითებს კიდევ, რომ ეს ხალხი საქართველოს ეკონომიკურ ცხოვრებაშ აქტიურად არის ჩართული, მერე, რა, რომ ფიზიკურად საქართველოში არ არიან, საქართველოს ეკონომიკურ დ აპოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობენ. ამიტომ, ის საკითხი, რაც გუშინ გახდა აქტუალური, რომ ხმის მიცემა შეეზღუდოთ, აქედან გამომდინარეც არასწორია”, – ამბობს ეკონომისტი ბესო ნამჩავაძე.

banner
წინა სტატიაშიგიორგი სიორიძე: “რეჟიმს ეშინია ქართული ემიგრაციის”
შემდეგი სტატიასაქართველოს ნაკრები დღეს შეხვედრას ბულგარეთთან გამართავს- საქართველოს ბანკი  საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი სპონსორი