ემიგრანტების უფლებების დასაცავად დიასპორის წარმომადგენლებმა ზურაბიშვილთან კონსულტაციები გამართეს

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ემიგრანტებს დისტანციურად შეხვდა. მათ იმ გამოსავალაზე ისაუბრეს, რომელიც ემიგრანტების უფლებების დასაცავად, შესაძლოა, ერთობლივი ძალებით მოიძებნოს.

ასევე, საუბარი იყო იმაზეც, რომ ყოფილი დიპლომატები აქტიურად ჩაერთონ პროცესებში, რათა ევროპულ ქვეყნებს და მათ მთავრობებს ინფორმაცია მიაწოდონ, თუ რა სჭირდება ქართველ ხალხს და როგორ შეიძლება მათ თანადგომა გამოუხატონ.

ემიგრანტების თქმით, საელჩოები, რომლებიც ქვეყნის და მოქალაქეების ინტერესებს უნდა იცავდნენ, მოქალაქეებს არ ემსახურებიან.

“მე თქვენ მესახებით იმ ადამიანად, რომლის გაშემოც შემდეგომ ნაბიჯებს გადავდგამთ და გავერთიანდებით, ეს იქნება ჩამოვლსა, თუ იურიდიულად როგორ მოხდება, როდესაც ჩვენ ჩამოგვართმევენ ხმის უფლებას, ოფიციალურად როდესაც მიიღებენ კანონს, ვეღარაფერს გავაკეთებთ”, – უთხრა ერთ-ერთმა ემიგრანტმა ზურაბიშვილს.

პარალამენტში პეტიციის გაგზავნის საკითხი დააყენეს ერთ-ერთ გამოსავლად უცხოეტში მცხოვრებამ მოქალაქეებმა.

“ამ პეტიციასთან ერთად, რომელიც საბოლოო ჯამში სასურველია პარლამენტს გავუგზანოთ, მიუხედავად იმის, რომ ეჭვის ქვეშ ვაყენებთ მათ ლეგიტიმურობას, ასევე შეიძლება, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ვცხოვრობთ, აქაურ საელჩოებს გავუგზავნოთ ჩვენი საპროტესტო წერილი, რაღაც მსგავსი, რომ საელჩოების გავლითაც იყოს ზეწოლა ხელისუფლებაზე აქედან”, – თქვა კიდევ ერთმა ემიგრანტმა.

სალომე ზურაბიშვილმა სრული მზაობა გამოთქვა, ნებისმიერი ფორმით ემიგრანტების დასახმარებლად.

“მე მზად ვარ ყველა როლისთვის, სადაც საჭირო ვარ და შეიძლება რამე გავაკეთო. შეიძლება ვიფიქროთ იმაზე, რომ ზაფხულში მასშტაბური შეხვედრა მოვაწყოთ”, – დასძინა მან.

შეხვედრაზე, ასევე, გაჟღერდა ინიციატივა, დასავლეთის ქვეყენბს მიმართონ თხოვნით, რათა საქართველოს მხარადამჭერი კოალციაი შეიქმნას.

“ვთხოვოთ დასავლეთის ქვეყნებს, რომ შექმნან საქართველოს მხარდამჭერი კოალიცია, თუნდაც ანალოგიურად, როგორც არის უკრაინის, ან სხვა ქვეყნების მაგალითზე, თუ უკრაინას იარაღი და ეკონომიკურ-ჰუმანიტარული დახმარება სჭირდებოდა, ჩვენ გვჭირდება პოლიტიკური მხარდაჭერა და მიზანმიმართული სანქციები. ჩვენ გვინდა, ვიღაცამ მოკიდოს ამ საქმეს ხელი”, – განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.

ცნობისთვის, 17 ნოემბერს ივანიშვილის გუნდმა გამოაცხადა გადაწყვეტილება, რომ არჩევნებზე ხმას საქართველოს მოქალაქეები მხოლოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრებში მისცემენ.

banner
წინა სტატიაშიქუთაისში მკვლელობისა და ორი პირის დაჭრაში ბრალდებული 47 წლის მამაკაცი პოლიციამ სარფში დააკავა
შემდეგი სტატია“თუ, ეს ფაქტი დადასტურდა, სანქციები კი არა, საერთაშორისო ძებნაში გამოცხადება და ჰააგის ტრიბუნალი ელის ყველას” – შოთა უტიაშვილი