ემიგრანტების უდიდესი ნაწილი ხელისუფლებამ ხმის უფლების გარეშე დატოვა.
საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო განკარგულება, რომლის თანახმადაც საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნები აღარ გაიხსნება. აღნიშნული განკარგულების გაუქმების მოთხოვნით, სასამართლოში 3 სარჩელი იყო შესული. მათ შორის ერთიან – ნაციონალური მოძრაობის, ISFED-ის და ყოფილი მოსამართლის ბესო ალავიძის სახელით.
სასამართლომ არცერთი მათგანი არ დააკმაყოფილა. სარჩელის მიზანს ემიგრანტების მოთხოვნის დაკმაყოფილება წარმოადგენდა, რომლებიც 4 ქვეყენაში: ესპანეთში, იტალიაში, საფრანგეთსა და შეერთებულ შტატებში დამატებითი უბნების გახსნას ითხოვდნენ.
ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, მიღებული გადაწყვეტილებები კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არჩევნების ისეთ პრინციპებს, როგორიცაა საყოველთაობა და თანასწორობა.