ემიგრაცია ფაქტები, არასწორი მიდგომა და პანიკა

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 15, 2018 21:43

ემიგრაცია ფაქტები, არასწორი მიდგომა და პანიკა

სამწუხაროა, რომ ქვეყანაში არ არსებობს შესაბამისი კანონი, რომელის მიხედვით პანიკის გავრცელება დასჯადი იქნება.
შეიძლება ოდნავ ტრაბახი გამომივიდეს, მაგრამ მეეჭვება საქართველოში გყავდეთ ჩემზე უფრო დიდი გამოცდილების მქონე სპეციალისტი უცხოელების საკითხებთან მიმართებით. წლები ვმუშაობდი ამ თემაზე, როგოც შსს თარჯიმანი და ხშირად მიწევდა უცხოელთა დაცვა სასამრთლოში ან სხვა და სხვა საკითხებში.
პირველ რიგში, არასწორად და არაპროფესიონალურად იქცევა მედია. მხედველობაში მაქვს ის მედია, რომელიც ამ სახელწოდებას უფრო იბრალებს ვიდრე მედიაა. ეს კი გასაქანს აძლევს ჭორებს და სხვა ე. წ. მედიალურ წარმონაქმნებს, რომლებიც სრული დეზინფორმაციის რეჟიმში მუშაობენ.
აქედან გამომდინარე, არ გამოვრიცხავ რომ უცხოელების მიმართ ატეხილი აჟიოტაჟი, ზუსტად რომ რუსული პროპაგანდის ნაწილი იყოს, რათა ხელი შეუშალოს საქართველოს ევროსტრუქტურებში ინტეგრირებას.
გავაკეთოთ ასეთი მოკლე შედარება.
საქართველოში 2016 წლის სტატისტიკური მონაცემებით სულ 42 925 იმიგრანტი იყო.
http://www.ivote.ge/GREENCAUCASUS/wp-content/uploads/2018/04/Public-Information-about-Immigration.pdf
10 მილიონიან ჩეხეთში მაგალითისთვის 2017 წ. 524 000-ე მეტი იმიგრანტი ირიცხებოდა. მხოლოდ ბოლო 10 წლის განმავლობაში 132 000 ემიგრანტია ჩამოსული.
თუ ევროპის სხვა ქვეყნებს გადავხედავთ, ჩეხეთი ემიგრანტების საკითხში ძალზედ კონსერვატიული ქვეყანაა და ვერ ჩავთვლით ემიგრანტებისთვის  ასე ვთქვათ საინტერესო ქვეყნად, რამეთუ სხვებთან შედარებით მკაცრ პოლიტიკას ატარებს.
თუმცა პანიკა – „არიქა შეგვჭამესო“ საზოგადოებაში ნამდვილად არაა.
აქ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტორიც, თუ რამდენი ადამიანია საქართველოდან იძულებით ან საშოვარზე წასული, ეკონომიური პრობლემების გამო ან თავშესაფრის მისაღებად. თუ სხვა ეთნიკურ არაქართველებს გამოვაკლებთ, მინიმუმ 1 მილიონს მიუახლოვდება ეს რიცხვი. ეს ის ქართველობაა, რომლის მხრებზეა ფაქტობრივად დარჩენილი მოსახლეობის დიდი ნაწილის არსებობა, რადგან ქვეყანაში ფაქტიურად წარმოება არ არსებობს და არაფერი მუშაობს.
ეგებ გეფიქრათ იმაზე, რომ სანამ საქართველოდან უცხოელების გაყრას მოითხოვთ, მაშინ ქართული ემიგრაციის დაბრუნებაც უნდა მოითხოვოთ. საქართველოს მოსახლეობის მესამედი საზღვარგარეთ არის წასული საშოვარზე. თქვე დალოცვილებო, უცხოეთში ამ ხალხს ისე არ ექცევიან როგოც თქვენ ექცევით ემიგრანტებს, ეს სირცხვილიცაა და უსამართლობაც.
რაც მედიას შეეხება, როდესაც ამ ტიპის საკითხებზე საუბრობთ ან წერთ, აუცილებლად მოიყვანეთ სტატისტიკური მონაცემები, რამეთუ ჭორებზე დაყრდნობილი ინფორმაცია “შეგვჭამეს არაბებმა” ტყუილი თუ არა ძალიან უხერხული გამოდის. 2-3 ათასი არაბი ნამდვილად არ უნდა ქმნიდეს ლტოლვილთა ამინდს ქვეყანაში.

გიროგი ალანია, ჩეხეთი.

timer.ge თაიმერი
: timer.ge თაიმერი აპრილი 15, 2018 21:43

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,516
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics