emguide.ge – საქართველოში ახალი ორგანიზაცია დაფუძნდა, რომელიც ემიგრანტებს 2024 წლის არჩევნებში მონაწილეობაში დაეხმარება. ვებგვერდის პრეზენტაცია “ექსპო ჯორჯიაში” ამ წუთებში იმართება.
საიტის დანიშნულებაზე ღონისძიებაზე ორგანიზაციის ერთ-ერთმა დამუძნებელმა ბაჩანა შენგელიამ ისაუბრა. მისი განმარტებით, აღნიშნულ ვებგვერდზე არჩევნებში მონაწილების მსურველი ემიგრანტები უნდა დარეგისტრიდნენ, რათა მისი მეშვეობით შემდგომ მოქალაქეების საარჩევნო უბნებამდე მიყვანის ორგანიზება იყოს შესაძლებელი. იურისტმა აღნიშნა, რომ აღნიშნული ინფორმაცია აბსოლუტურად დაცული იქნება და სხვა ქვეყნის საემიგრაციო სამსახურს არცერთ შემთხვევაში არ გადაეცემა.
მისი თქმით, საიტის შექმნის მიზანია, არჩევნებში მონაწილეობა დამატებით 200 ათასმა ემიგრანტმა მიიღოს.
ორგანიზაციის კიდევ ერთი დამფუძნებელი მიხეილ სააკაშვილის პირადი წარმომადგენელი სოფო ჯაფარიძეა, რომელიც ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა.
სახელი “ემ გიდი” შემთხვევით არ მოგვიფიქრებია. მე ინდა გავიხსენო 2020 წელი, დრო, როდესაც ჩვენი ქვეყანა იდგა უდიდესი კრიზისის წინაშე და რო, როდესაც ჩვენი მოქალაქეები კოვიდ პანდემიის დროს, ჩვენი ასი ათაოსბით მოქალაქე სრულიად ყურადღების მიღმა დარჩენილები ითხოვდნენ შველას. სწორედ მაშინ ვთქვი, რომ მე აუცილებლად ჩვენი ქვეყნის კრიზისიდან გამოსვლაშ დავდებდი ჩემს წილ აგურს და ყველაფერს გავაკეთებდი იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე გადარჩენილიყო და სწორედ მაშინ ჩემს საოცარ გუნდთან ერთად შევქმენი პლატფორმა მედგიდი, რომელმაც ათი ათასობით ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა.
ახლა დროა სწორედ ემ გიდის პლატფორმის, რომელმაც გააერთიანა უამრავი ადამიანი, პლატფორმა, რომლის უკან დგას უდიდესი გუნდი. გუნდი, რომელიც შედგება ექიმებისგან, ხელოვანებისგან, პოლიტიკოსებისგან, სამოქალაქო ატივისტებისგან, მედიამენეჯერებისგან, ჟურნალისტებისგან და ა.შ. დიახ, სწორე ემ გიდმა უნდა გადაარჩინოს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი, სადაც ემიგრანტების როლი არის უდიდესი, – განაცხადა ენმ-ს წევრმა სოფო ჯაფარიძემ პრეზენტაციაზე.