ემანუელ ზინგერისი: მინდა, მივულოცო საქართველოს და სიხარულით ვისაუბრო ქვეყნის განვითარების შესახებ

მინდა, მივულოცო საქართველოს, ჩვენ, ლიტვა, უკვე ნატო-ს და ევროკავშირის წევრები ვართ და დიდი სიხარულით მინდა ვისაუბრო საქართველოს ზოგადი განვითარების შესახებ და საუბარი მარტო კონკრეტულად არჩევნებს არ შეეხება. ამის შესახებ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელი ემანუელ ზინგერისმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რეგიონში მოცემული გეოპოლიტიკური ვითარების მიღმა, მნიშვნელოვანია საქართველო განვიხილოთ როგორც ქვეყანა, რომელიც საბჭოთა ტყეობაში იმყოფებოდა, ისევე როგორ ლატვია ან ესტონეთი. ჩვენ მართლაც ვეძებთ შესაძლებლობებს, რომ მომავალში, ვგულისხმობ შემდეგ თვეებში, ევროკავშირში საქართველოსთვის გაიხსნას უვიზო სივრცე. ეს ალბათ შესაძლებელი იქნება ჩვენთვის და ჩვენი უკრაინელი მეგობრებისთვისაც“,-აღნიშნა ზინგერისმა.

რაც შეეხება არჩევნებს, როგორ ზინგერისმა აღნიშნა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითვალისწინებდა, რა ხდებოდა არჩევნების განმავლობაში და დაელოდება მეორე ტურის შედეგებს მთელ რიგ მაჟორიტარულ ოლქებში.

„უნდა ითქვას, რომ არჩევნები კონკურენტულ გარემოში გაიმართა, მაგრამ მაინც დაფიქსირდა წინასაარჩევნო პერიოდში მიუღებელი ქცევები კანდიდატების მიმართ. მსგავსი საქციელი აღარ უნდა განმეორდეს. ჩვენი ერთადერთი ძირითადი დაკვირვება არის ის, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პარტიების დაფინანსება არათანაბრად ხდებოდა და მმართველმა პარტიამ მიიღო უფრო მეტი თანხა, ვიდრე ყველა სხვა პოლიტიკურმა პარტიამ. ამასთან, ეს განსხვავება იყო ძალიან დიდი“,-აღნიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

მისივე თქმით, შეცდომები, რომლებიც დაშვებული იყო წინასაარჩვენო პერიოდში, ეხება თვალთვალს, ასევე ინტერნეტში , პოლიტიკოსებისა და ჟურნალისტების პირადი ცხოვრების ამსახველი მასალის გაშვებას.

„ყოველივე ეს არის მიუღებელი დემოკრატიული საზოგადოებისთვის. მართლმსაჯულების სისტემამ საქართველოში ძალიან სწრაფად უნდა მოახდინოს რეაგირება საარჩევნო დარღვევებზე. ჩვენ ველოდებით, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა ეფექტურად და სწრაფად მოხდება. მართლმსაჯულების აღდგენა კი ოპოზიციას მისცემს საშუალებას, მათი ხმაც ისმოდეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ შემდეგი პერიოდის განმავლობაში ოპოზიციის დემოკრატიული უფლებები დაცული იქნება და დემოკრატიის სიმწიფე საქართველოში მართლაც არჩევნების მიზანს მოემსახურება. შემდეგ არჩევნებამდე კიდევ 2 -3 კვირა რჩება. ასე რომ, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ვიტყვით ჩვენს საბოლოო დასკვნებს. დიდი მადლობა“, – აღნიშნა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის ხელმძღვანელმა.

banner
წინა სტატიაში“არ ვაპირებთ ამასთან შეგუებას”- ლევან ვარშალომიძე არჩევნების შედეგებს აფასებს
შემდეგი სტატიაანა გომესი: მინდა შევაქო პროფესიონალიზმი, რომლითაც ეს არჩევნები იყო ორგანიზებული