ემანუელ მაკრონმა რუსეთს მტერი უწოდა

საფრანგეთის ლიდერმა ემანუელ მაკრონმა რუსეთს მტერი უწოდა, – ამის შესახებ პოლიტიკოსმა უკრაინელ ჟურნალისტ ნატალია მოსეიჩუკთან ინტერვიუს დროს განაცხადა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, პუტინი მოელოდა, რომ ევროპა დაიშლებოდა სხვადასხვა ბანაკებად, რომ არ იქნებოდა ერთსულოვანი პოზიცია უკრაინის ომთან დაკავშირებით, მის შესაძლო წევრობასთან დაკავშირებით ევროკავშირში. თუმცა, ამჟამად, მიუხედავად სიტუაციის ანალიზში გარკვეული განსხვავებებისა, პოზიციების განსხვავებისა და ა.შ. ევროპა არ არის დაყოფილი და ერთიანია.

„ჩვენ პირველივე დღიდან ვმუშაობთ ამ შედეგზე. შეიძლება გვქონდეს განსხვავებული ანალიზი, განსხვავებული პოზიცია, რადგან გვაქვს განსხვავებული პოლიტიკური და სტრატეგიული კულტურა. ევროსაბჭოს ყველა სხდომაზე, როცა საფრანგეთი ხელმძღვანელობდა 2022 წლის პირველ ნახევარს, მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ეს ერთსულოვნება შემენარჩუნებინა… პუტინი ელოდა, რომ ჩვენ დავიყოფოდით სხვადასხვა ბანაკებად“, – აღნიშნა მაკრონმა.

მან განმარტა, რომ საფრანგეთსა და გერმანიას ამ მხრივ ერთნაირი პოზიცია აქვთ. ბერლინი ყველაზე მეტად ეხმარება უკრაინას, მაგრამ მას, ასევე, აქვს საკუთარი ხედვა გარკვეულ საკითხებზე.

banner
წინა სტატიაშიბუდანოვი: “რუსეთის თავისუფლების ლეგიონი” ძლიერდება, უკრაინა მათ დაეხმარება
შემდეგი სტატია„ვუპასუხებ, თუ დარეკავს“ – მაკრონი პუტინზე