საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა მოუწოდა რუსეთს, „ისეთივე მკაფიო პასუხი“ გასცეს ცეცხლის შეწყვეტის ინიციატივას, როგორც ეს უკრაინამ გააკეთა.
„კიევში პრეზიდენტ ტრამპთან ერთად ჩვენ წარვადგინეთ მკაფიო წინადადება: ცეცხლის უპირობო 30-დღიანი შეწყვეტა 12 მაისიდან. პრეზიდენტი ზელენსკი ამას დათანხმდა ყოველგვარი პირობის წამოყენების გარეშე. ახლა ველოდებით ასეთივე მკაფიო პასუხს რუსეთისგან. ვერ იქნება მოლაპარაკებები, როდესაც იარაღი საუბრობს. ვერ იქნება დიალოგი, თუ პარალელურად მშვიდობიანი მოქალაქეები იბომბებიან. ცეცხლის შეწყვეტა საჭიროა ახლავე, რათა მოლაპარაკებები დაიწყოს“,- განაცხადა მაკრონმა.
ცნობისთვის, 10 მაისს ემანუელ მაკრონი იმყოფებოდა „მსურველთა კოალიციის“ სამიტზე უკრაინის დედაქალაქში, სადაც ევროპელმა ლიდერებმა, უკრაინის პრეზიდენტთან ერთად, მოსკოვისგან 12 მაისიდან ცეცხლის 30 დღით უპირობო და სრულ შეწყვეტაზე თანხმობა მოითხოვეს. რუსეთის პრეზიდენტი კი უკრაინას 15 მაისს სტამბოლში მოლაპარაკებების განახლებას სთავაზობს.