ემანუელ მაკრონმა მიშელ უელბეკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემალუელ მაკრონმა მწარალი მიშელ უელბეკი ღირსების ორდენით დააჯილდოვა – ელისეის სასახლის პრეს-სამსახურმა გაავრცელა. 63 წლის მიშელ უელბეკი თანამედროვე ფრანგ მწერლებს შორის განსაკუთრებით გამორჩეულია. მისი ნაწარმოებები მრავალ ენაზეა თარგმნილი. მას “21 საუკუნის ბალზაკს” ეძახიან.
2015 წელს გამოქვეყნებულ რომანში “მორჩილება” მწერალმა აღწერა საფრანგეთი, სადაც 2022 წლის არჩევნებზე მთავრობაში მუსლიმური პარტია მოდის. წიგნი იმ დღეს გავიდა გაყიდვაში, როცა პარიზში Charlie Hebdo-ს რედაქციაზე ტერაქტი მოაწყვეს. უკანასკნელ რომანში “სეროტონინი” მწერალი მკითხველს საფრანგეთის სოფლის “მტანჯველ გულს” აცნობს. რომანში მან იწინასწარმეტყველა “ყვითელი ჟილეტების” მოძრაობა.

ორდენის გადაცემის ცერემონია 18 აპრილს შედგება. ამ დღეს მაკრონი მწერლის შემოქმედებით გზაზე ისაუბრებს. მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტისა და მწერლის ხედვები განსხვავდება, ფრანგული მედია ამბობს, რომ მათ შორის “ინტელექტუალური სიახლოვეა”. მაკრონი და უელბეკი ერთმანეთს შენობით მიმართავენ.

banner
წინა სტატიაშიალბანეთში მთავრობის საწინააღმდეგო პროტესტი არ წყდება
შემდეგი სტატიაირანში წყალდიდობის შედეგად 76 ადამიანი დაიღუპა