ემანუელ მაკრონმა ლუგანსკის ოლქში დაღუპული ფრანგი ჟურნალისტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ლუგანსკის ოლქში დაღუპული ფრანგი ჟურნალისტის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადა.

აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა „ტვიტერში“ დაწერა.

„ფრედერიკ ლეკლერ-იმჰოფი უკრაინაში წავიდა, რათა მსოფლიოსთვის ეჩვენებინა ომის რეალობა. ის სასიკვდილოდ დაიჭრა ჰუმანიტარულ ავტობუსში სამოქალაქო პირებთან ერთად მგზავრობისას, რომლებიც რუსულ დაბომბვას გაურბოდნენ. ვიზიარებ ფრედერიკ ლეკლერ-იმჰოფის ოჯახის, ახლობლებისა და კოლეგების ტკივილს და ვუსამძიმრებ მათ. მსურს კიდევ ერთხელ გამოვხატო საფრანგეთის უპირობო მხარდაჭერა მათ მიმართ, ვინც ასრულებს ინფორმირების რთულ მისიას საომარი მოქმედებების თეატრში“, – წერს საფრანგეთის პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიჯოზეფ ბორელი – ჩვენ რუსული ომის მანქანის დაფინანსება უნდა შევაჩეროთ
შემდეგი სტატიაკატრინ კოლონა აცხადებს, რომ საფრანგეთი მხარს უჭერს უკრაინის მიერ სწრაფი პროცედურების გავლას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად