ემანუელ მაკრონმა ყოფილი პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ გადადგომიდან ოთხი დღის შემდეგ თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გადადგომიდან სულ რაღაც ოთხი დღის შემდეგ, ყოფილი პრემიერ-მინისტრი სებასტიან ლეკორნიუ თანამდებობაზე ხელახლა დანიშნა.

„რესპუბლიკის პრეზიდენტმა ბატონი სებასტიან ლეკორნიუ პრემიერ-მინისტრად დანიშნა და მთავრობის ფორმირება დაავალა“, – აღნიშნულია ელისეს სასახლეს განცხადებაში.

ლეკორნუ ამბობს, რომ პრემიერ-მინისტრად ხელახლა დანიშვნას ეთანხმება.

ულტრამემარჯვენე „ეროვნული კრების“ პრეზიდენტი ჯორდან ბარდელა აცხადებს, რომ მისი პარტია დაუყოვნებლივ დაუჭერს მხარს „განწირული კოალიციის“ გაუქმებას.

„მაკრონს მხოლოდ მაკრონად ყოფნის გარდა სხვა არაფერი შეუძლია“, – აცხადებს „დაუმორჩილებელი საფრანგეთის“ თანაპრეზიდენტი ჟან-ლუკ მელანშონი.

banner
წინა სტატიაშიოქტომბრის აჯანყების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებული კრეატიული დირექტორი ია დარახველიძეა
შემდეგი სტატია71 წლის განმავლობაში სამშობლო მიყვარდა დღემდე, დღესაც მიყვარს და ხვალაც მეყვარება… კომუნისტური წყობის დროსაც ვიცავდი სამშობლოს… ვიბრძოდი და დღესაც ვიბრძოლებ