საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის რეიტინგი პარლამენტის დათხოვნის გადაწყვეტილების შემდეგ ექვსი პუნქტით დაეცა. სოციოლოგიური გამოკითხვა RTL-ის დაკვეთით BVA Xsight -მა ჩაატარა.
გამოკითხვამ აჩვენა, რომ მაკრონის მიმართ დადებითად გამოკითხულთა 26%-ია განწყობილი, რაც მაისის მაჩვენებელზე 6 პუნქტით ნაკლებია. გამოკითხულთა 74% პროცენტი კი მის მიმართ ნეგატიურადაა განწყობილი.
RTL-ის ცნობით, მაკრონი ასეთი არაპოპულარული არასოდეს ყოფილა, მათ შორის არც 2023 წლის აპრილს, საპენსიო რეფორმის წინააღმდეგ პროტესტის დროს.
რაც შეეხება ასამბლეის დათხოვნის გადაწყვეტილებას, გამოკითხულთა 59% მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს მეთაური პასუხისმგებლობით არ მოქმედებს. 54% მიიჩნევს, რომ ეს ნათელს ვერ მოჰფენს პოლიტიკურ ვითარებას და არც დემოკრატიულ დებატებს გააცოცხლებს.
გამოკითხვის მიხედვით, ფრანგების აბსოლუტურ უმრავლესობას მაკრონის მონაწილეობა საყოველთაო საარჩევნო კამპანიაში არ სურს.