ემანუელ მაკრონი – შეკავების გარეშე რუსეთი სიტყვას არ დაიცავს, ეს უკვე გამოვცადეთ უკრაინაში პირველი ომის შემდეგ, ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსული ზეწოლის სახით საქართველოში

მაკრონი აშშ-ს და ბრიტანეთს მოუწოდებს ყველასთვის ხელმისაწვდომი გახადონ ვაქცინები

შეკავების გარეშე რუსეთი სიტყვას არ დაიცავს, ეს უკვე გამოვცადეთ უკრაინაში პირველი ომის შემდეგ, ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსული ზეწოლის სახით საქართველოში, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„ევროპელებმა, ამერიკელებმა და მათმა მოკავშირეებმა უნდა შეაკავონ რუსეთი, რომ არ დაბრუნდეს და ხელახალა არ დაიპყროს. ამგვარი შეკავების გარეშე რუსეთი თავის სიტყვას არ დაიცავს. ეს ჩვენ უკვე გამოვცადეთ. 2014 წლის შემდეგ, უკრაინაში პირველი ომის შემდეგ გვქონდა ის, რასაც მინსკის პირველი, შემდეგ კი მეორე შეთანხმება ეწოდა. ეს არის ის, რასაც ვხედავთ რუსული ზეწოლის სახით საქართველოში. ეს არის ის, რასაც ვხედავთ ყველგან, სადაც რუსეთი არის. ამიტომ ჩემი მიზანია სწორედ ასეთი მსხვერპლის თავიდან აცილება, აქტიური ჩართულობის გზით ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშიმაიკ უოლცი – მხარს ვუჭერთ მოკავშირეებს ნატო-დან და მეხუთე მუხლის ვალდებულებას, მაგრამ დროა, ჩვენმა ევროპელმა მოკავშირეებმა გააძლიერონ თავიანთი წვლილი
შემდეგი სტატიასასულიერო პირის მერ ნაცემი ახალგაზრდა ქალი, რომელიც ქუთაისის კლინიკაში მრავლობითი დაზიანებებით შეიყვანეს, რეანიმაციიდან ტრავმატოლოგიურ განყოფილებაში გადაიყვანეს