ემანუელ მაკრონი – რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად

რუსული საფრთხე არსებობს და გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, გავლენას ახდენს ჩვენზე. რუსეთმა უკვე აქცია უკრაინის კონფლიქტი გლობალურ კონფლიქტად, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა სატელევიზიო მიმართვისას ისაუბრა.

„ჩვენ პირველივე დღიდან გადავწყვიტეთ, მხარი დავუჭიროთ უკრაინას და დავაწესოთ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები, და კარგად მოვიქეცით, რადგან მხოლოდ უკრაინელი ხალხი არ იბრძვის გაბედულად თავისი თავისუფლებისთვის, არამედ საფრთხე ემუქრება ჩვენს უსაფრთხოებას. დიახ, თუ ქვეყანას შეუძლია, დაუსჯელად შეიჭრას თავის მეზობელ ევროპაში, მაშინ ვერავინ ვერ იქნება ვერაფერში დარწმუნებული. მშვიდობა ვეღარ იქნება გარანტირებული ჩვენს კონტინენტზეც კი.

პრეზიდენტ პუტინის რუსეთი არღვევს ჩვენს საზღვრებს ოპონენტების მოსაკლავად, მანიპულირებს არჩევნებით რუმინეთსა და მოლდოვაში. ის აწყობს კიბერთავდასხმებს ჩვენს საავადმყოფოებზე, რათა ხელი შეუშალოს მათ ფუნქციონირებას. რუსეთი ცდილობს ჩვენს მანიპულირებას სოციალურ მედიაში გამოქვეყნებული ცრუ განცხადებებით და, საბოლოოდ, ის ცდის ჩვენს საზღვრებს. ამას აკეთებს ჰაერში, ზღვაზე, კოსმოსში და ჩვენს ეკრანებზე. ამ აგრესიულობამ, როგორც ჩანს, საზღვრები არ იცის“, – განაცხადა მაკრონმა.

banner
წინა სტატიაშიემანუელ მაკრონი – ევროპის მომავალი არ უნდა გადაწყდეს ვაშინგტონში ან მოსკოვში
შემდეგი სტატიამაკრონი: მომავალ კვირაში ჩვენ შევკრებთ პარიზში სამხედრო მეთაურებს, რომლებსაც სურთ, აიღონ პასუხისმგებლობა უკრაინის კონფლიქტზე-ეს არის გეგმა მყარი