ემანუელ მაკრონი – მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით და ეს ლამის გლობალურ კატასტროფად იქცა

მე და ჩემი მეუღლე ვხუმრობდით და ეს ლამის გლობალურ კატასტროფად იქცა, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი მედიით გავრცელებულ ინფორმაციას მასა და ბრიჯიტ მაკრონს შორის დაპირისპირების შესახებ.

მედიაში გავრცელდა ვიდეომასალა, რომელიც ემანუელ მაკრონის ვიეტნამში ჩასვლის დროს არის გადაღებული და რომლითაც იქმნება შთაბეჭდილება, რომ მეუღლემ საფრანგეთის პრეზიდენტს სილა გააწნა. როგორც მედია წერს, მაკრონი ჯერ გაოგნებულია, შემდეგ კი თვითმფრინავის ტრაპიდან ხელს იქნევს და ადამიანებს ესალმება.

ეს კადრები სოციალურ ქსელებში სწრაფად გავრცელდა. თავდაპირველად ელისეის სასახლეში ვიდეოს ავთენტურობას უარყოფდნენ, თუმცა შემდეგ დაადასტურეს, რომ კადრები ნამდვილია.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი, მერცი და ტუსკი: ვგმობთ საქართველოს ხელისუფლების ყველა ქმედებას, რომლებმაც გამოიწვია დემოკრატიის უკუსვლა
შემდეგი სტატიამაია სანდუ – ვულოცავ მამაც ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს – ჩვენი მოგზაურობები შეიძლება ყოველთვის არ იყოს მარტივი, მაგრამ ღირს ერთად გამგზავრება