3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

ემანუელ მაკრონი დონალდ ტრამპს მიმართავს

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, მიმართავს, რომელმაც განაცხადა, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს.

„მიმაჩნია, რომ ორგანიზაციები და ალიანსები, როგორიც ნატოა, იმით განისაზღვრება, რაც მათ შესახებ არ ითქმის და იმ ნდობით, რაც მათ საფუძველს წარმოადგენს. ეს ასეა, სამხედრო და სტრატეგიულ საკითხებთან დაკავშირებით“, – განაცხადა მაკრონმა.

მისი თქმით, ალიანსის წევრი სახელმწიფოების ლიდერებმა მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების შესახებ კომენტარები მუდმივად არ უნდა აკეთონ.

„სერიოზულები უნდა ვიყოთ და თუ გსურთ, რომ სერიოზული იყოთ, მაშინ იმის საპირისპირო რამეს არ უნდა ამბობდეთ, რაც გუშინ თქვით. ვფიქრობ, ამის შესახებ ზედმეტი საუბარია“, – აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გამოცემა The Telegraph-ს განუცხადა, რომ ნატო-დან გასვლას სერიოზულად განიხილავს.

„დიახ, ვიტყოდი, რომ ეს (ალიანსიდან გასვლა) გადახედვას არ ექვემდებარება. ნატო-მ ვერასდროს გადამარწმუნა. ყოველთვის ვიცოდი, რომ ისინი „ქაღალდის ვეფხვი“ იყვნენ და პუტინმაც, სხვათა შორის, ეს იცის“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: რუბიოს ზარს პუტინის ემისარი რომ მოჰყვა კვალდაკვალ და ირანთან სამარცხვინო რევერანსი დაემატა, ამაზე დავფიქრდეთ, აჯობებს
შემდეგი სტატიადღეს არჩილ ტატუნაშვილის დაბადების დღეა, მას 43 წელი შეუსრულდებოდა