13.8 C
Tbilisi
შაბათი, აპრილი 18, 2026
banner

ემანუელ მაკრონი “დიდი შვიდეულის” ქვეყნებს: მიიღეთ ზომები, რომ ჰორმუზის სრუტეში ნავიგაცია რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს

ემანუელ მაკრონი „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციის რაც შეიძლება სწრაფად აღსადგენად.

როგორც Euronews წერს, საფრანგეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ საჭიროა ერთობლივი ნაბიჯები იმისთვის, რომ „ნავიგაციის თავისუფლება რაც შეიძლება სწრაფად აღდგეს ყველა სახელმწიფოსთვის“, რადგან რეგიონში მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებამ ერთ-ერთ მთავარ საზღვაო სატრანზიტო გზაზე მოძრაობა პრაქტიკულად შეაჩერა.

მაკრონის თქმით, ასევე აუცილებელია მესამე მხარეებთან თანამშრომლობა, რათა თავიდან იყოს აცილებული ნავთობისა და ბუნებრივი აირის ექსპორტზე შესაძლო შეზღუდვები.

banner
წინა სტატიაშიომანის სალალას პორტში საწვავის ავზები დაბომბეს
შემდეგი სტატიაანტონიუ კოშტა: აზერბაიჯანი ევროკავშირის საკვანძო მნიშვნელობის პარტნიორია