ემანუელ მაკრონი – დღევანდელ რუსეთში თავისუფალი სულები იგზავნებიან გულაგში და ისჯებიან სიკვდილით, პატივს ვცემ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის თავდადებას

დღევანდელ რუსეთში თავისუფალი სულები იგზავნებიან გულაგში და ისჯებიან სიკვდილით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

„დღევანდელ რუსეთში თავისუფალი სულები იგზავნებიან გულაგში და ისჯებიან სიკვდილით. გაბრაზებული და აღშფოთებული ვარ. პატივს ვცემ ალექსეი ნავალნის ხსოვნას, მის თავდადებას, მის გამბედაობას. ჩემი ფიქრები მის ოჯახთან, საყვარელ ადამიანებთან და რუს ხალხთანაა“, – ნათქვამია ემანუელ მაკრონის განცხადებაში.

ალექსეი ნავალნი სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გარდაიცვალა. რუსული მედიის ინფორმაციით, ნომერ მე-3 კოლონიაში გარეთ სეირნობის დროს ნავალნიმ თავი შეუძლოდ იგრძნო და გონება დაკარგა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალექსეი ნავალნის დაღუპვა დაადასტურა.

banner
წინა სტატიაშიანგელა მერკელი – ალექსეი ნავალნი რუსეთის რეპრესიული სახელმწიფო ძალის მსხვერპლი გახდა
შემდეგი სტატიაბაიდენი: ნავალნის დაღუპვაზე პუტინია პასუხისმგებელი