ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას და „ორეშნიკის“ ბალისტიკური რაკეტის გამოყენებას გმობენ.
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებულ მასშტაბურ თავდასხმას ეხმაურება.
„ჩვენი გადაწყვეტილება, გავაგრძელოთ უკრაინის მხარდაჭერა, გავაკეთოთ ყველაფერი სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის და გავაძლიეროთ ევროპის უსაფრთხოება, მხოლოდ ძლიერდება“, – წერს მაკრონი.
უკრაინაზე თავდასხმას გმობს გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერციც.
„რუსეთმა მასიური იერიში მიიტანა უკრაინაში სამოქალაქო სამიზნეებზე. ამ პროცესში კიდევ ერთხელ ამოიყენეს „ორეშნიკის“ სარაკეტო სისტემა. ფედერალური მთავრობა მკაცრად გმობს ამ უგუნურ ესკალაციას. გერმანია კვლავ მტკიცედ დგას უკრაინის მხარეს“, – წერს მერცი.















