ემანუელ მაკრონი – ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი, მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური წინადადებებისა

ემანუელ მაკრონის თქმით, ტრამპის წინადადების მიუხედავად, რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი, – ამის შესახებ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსეთმა სარაკეტო დარტყმა მიიტანა უკრაინის ქალაქ სუმზე, რის გამოც, ბოლო ცნობებით, დაიღუპა 32 ადამიანი, 80-ზე მეტი კი დაშავდა.

„დღეს დილით ორი რუსული რაკეტა ჩამოვარდა უკრაინის ქალაქ სუმის ცენტრში, რასაც მრავალრიცხოვანი მსხვერპლი მოჰყვა მოქალაქეებს შორის. მათ შორის ისევ არიან ბავშვები“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ „იქსში“.

მისივე თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ეს ომი მხოლოდ რუსეთს სურდა.

„დღეს ცხადია, რომ მხოლოდ რუსეთის არჩევანია, გააგრძელოს ომი. მიუხედავად ადამიანური მსხვერპლისა, საერთაშორისო სამართლისა და პრეზიდენტ ტრამპის დიპლომატიური წინადადებებისა“, – აცხადებს ემანუელ მაკრონი.

საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ აუცილებელია გადამწყვეტი ზომების მიღება, რათა რუსეთი აიძულო, შეწყვიტოს ცეცხლი და რომ საფრანგეთი დაუღალავად მუშაობს პარტნიორებთან ერთად ამ მიზნის მისაღწევად.

banner
წინა სტატიაშიირა გაბუნია: “ვაზაგაშვილმა ჩემი ძმა მოკლა, აწამა, ყველა ნეკნი დაუმტვრია, დანებით დასერა და 16 სართულიანის სახურავიდან აგდებდა, გიორგი ცდილობდა მოაჯირს ჩაჰკიდებოდა, რა დროსაც წიხლები ურტყეს და ხელი გააშვებინეს”
შემდეგი სტატიაკიტ კელოგი – ბზობას რუსული ძალების მიერ სუმში სამოქალაქო ობიექტებზე თავდასხმა ყოველგვარ ზღვარს სცილდება