ემანუელ მაკრონი – ჩვენი ვიზიტი ერთიანობის გზავნილია, რომელსაც უკრაინელებს ვუგზავნით

ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი, ეს არის ერთიანობის გზავნილი, რომელსაც ჩვენ უკრაინელებს ვუგზავნით, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა კიევში განაცხადა.

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი უკრაინაში დღეს ჩავიდნენ. მათ პოლონეთიდან კიევამდე მატარებლით იმგზავრეს. სამი ქვეყნის ლიდერები დღეს უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდებიან.

banner
წინა სტატიაშილოიდ ოსტინი – ვფიქრობ, დღევანდელი მინისტერიალი საფუძველს ჩაუყრის ნატო-ს მადრიდის წარმატებულ სამიტს
შემდეგი სტატიათიბისი ონლაინ ბიზნესებს გადახდის მარტივ და ინოვაციურ გზას – ბმულით გადახდას სთავაზობს