ემანუელ მაკრონი – ჩვენ მზად ვართ უკრაინაში ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში უკრაინის შესახებ ევროპელი ლიდერების სამიტის შემდეგ, უკრაინისა და ამერიკის პრეზიდენტებს ესაუბრა.

„რამდენიმე ევროპელ ლიდერთან შეხვედრის შემდეგ, ველაპარაკე აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის“, – დაწერა მაკრონმა სოციალურ ქსელ X-ში.

„ჩვენ მზად ვართ უკრაინაში ძლიერი და ხანგრძლივი მშვიდობისთვის. ამისთვის რუსეთმა უნდა შეაჩეროს აგრესია და ამას თან უნდა ახლდეს უკრაინელებისთვის უსაფრთხოების ძლიერი და საიმედო გარანტიები. წინააღმდეგ შემთხვევაში, არსებობს რისკი, რომ ეს ცეცხლის შეწყვეტა ისევე დასრულდება, როგორც მინსკის შეთანხმებები“, – წერს მაკრონი.

მაკრონის თქმით, ევროპელებმა მეტი ინვესტიცია უნდა განახორციელონ თავიანთ უსაფრთხოებასა და თავდაცვაში.

banner
წინა სტატიაშიმიზანი 100%-ით შესრულდა – ბორჯღალოსნები მსოფლიო თასზე და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში არიან
შემდეგი სტატიაზაზა ოქუაშვილი განცხადებას ავრცელებს