ემანუელ მაკრონი – ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასთან დიალოგის უარყოფით, რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს, მოიგოს დრო ომის გასაგრძელებლად

რუსეთს არ სურს მშვიდობა და დროის მოგებას ცდილობს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინი უარს ამბობს, უპასუხოს ცეცხლის შეწყვეტის წინადადებას, რომელიც ამერიკელებმა წამოაყენეს და უკრაინელებმა და ევროპელებმა მხარი დაუჭირეს.

„ცეცხლის შეწყვეტისა და უკრაინასთან დიალოგის უარყოფით, რუსეთი აჩვენებს, რომ არ სურს მშვიდობა და უბრალოდ ცდილობს, მოიგოს დრო, რათა განაგრძოს ომი“, – განაცხადა მაკრონმა.

ამასთან, მაკრონმა აღნიშნა, რომ მას სატელეფონო საუბარი ჰქონდა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან.

banner
წინა სტატიაშიფოკუსირებული ვართ ომის დასრულებაზე-მივაღწიეთ შეთანხმებას ტყვეების გაცვლაზე, ეს მნიშვნელოვანი მიღწევაა
შემდეგი სტატიაჯორჯია მელონი – სტამბოლში გამართული მოლაპარაკებებით ნათელი გახდა, თუ ვინ არ არის მზად მშვიდობისთვის