ემანუელ მაკრონი: ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღებელია, პოლიტიკური უთანხმოება დანაშაული არ არის

ალექსეი ნავალნისთვის გამოტანილი განაჩენი მიუღებელია, პოლიტიკური უთანხმოება დანაშაული არ არის, – ასე გამოეხმაურა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნისთვის მოსკოვის საქალაქო სასამართლოს მიერ პატიმრობის მისჯას.

საფრანგეთის ლიდერი რუსეთს ალექსეი ნავალნის დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ მოუწოდებს და აცხადებს, რომ ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული თავისუფლებების პატივისცემის საკითხი არასდროს გადაიხედება.

„ალექსეი ნავალნის განაჩენი მიუღებელია. პოლიტიკური უთანხმოება არასდროსაა დანაშაული. მოვუწოდებთ მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ“, – წერს ემანუელ მაკრონი „ტვიტერში“.

banner
წინა სტატიაში6 თებერვალს რესტორნები დაუმორჩილებლობას და ბიზნესის გახსნას გეგმავენ
შემდეგი სტატიალატვია და ლიეტუვა ევროკავშირს მოუწოდებენ, ოპოზიციონერ ალექსეი ნავალნისთვის პატიმრობის მისჯისთვის რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დააწესოს