ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „არ შეიძლება იყოს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს – სტაბილურობის ერთადერთი პასუხი“

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ ევროკავშირში გაწევრიანება „არ შეიძლება იყოს მეზობელი ქვეყნების – უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს – სტაბილურობის ერთადერთი პასუხი“. ამის შესახებ საფრანგეთის ლიდერმა მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში განაცხადა.

„ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ევროპის გამარტივება, რათა ის უფრო ეფექტური იყოს“, – აღნიშნა მაკრონმა მოლდოვის პრეზიდენტთან მაია სანდუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ფართო ევროპული პოლიტიკური საზოგადოების შექმნის მნიშვნელობას, რომელიც ისეთ ძირითად საკითხებზე ითანამშრომლებს, როგორიცაა თავდაცვა და უსაფრთხოება.

როგორც CNN წერს, ევროკავშირის ლიდერები ივნისის ბოლოს ბრიუსელში შეიკრიბებიან, რათა უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატის განაცხადები განიხილონ. ეს იქნება ევროკავშირის ბოლო სამიტი, რომელიც საფრანგეთის თავმჯდომარეობის დროს გაიმართება.

“ჩემი როლი არის კონსენსუსის მიღწევა”, – დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გარდა ამისა, მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი „ევროპული მოლდოვის მხარდაჭერის პლატფორმას“ უხელმძღვანელებს, რომელიც ოფიციალურ კიშინიოვს 650 მილიონი ევროთი დაეხმარება.

banner
წინა სტატიაშისეტყვამ გურჯაანის მუნიციპალიტეტი დააზარალა
შემდეგი სტატიაელისო ბოლქვაძე შვეიცარიაში პარლამენტთაშორისი კავშირის წარმომადგენლებს შეხვდა