ემა გოგოხიას გიგა ქავთარაძის ახლობლებმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს

“მთავარი არხის” სამეგრელოს ბიუროს კორესპონდენტი ემა გოგოხია ბერის, გიგა ქავთარაძის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ზუგდიდის პოლიციაში უჩივის. ჟურნალისტის განცხადებით, დღეს მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიგა ქავთარაძის ახლობლებმა ზუგდიდის რაიონულ სასამართლოსთან. ემა გოგოხიას განმარტებით, მას მუშაობაში ხელს უშლიდნენ.

ემა გოგოხია ზუგდიდის პოლიციის შენობაში ამ წუთებშიც დაკითხვაზე იმყოფება. ჟურნალისტი ამბობს, რომ მან საკუთარი განცხადების საფუძველზე ჩვენება მისცა სამართალდამცავებს იმ პირების წინააღმდეგ, რომლებმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.

ემა გოგოხია საქმის გამოძიებას და სამართლებრივ მსვლელობას ითხოვს.

 

 

banner
წინა სტატიაშიექსკლუზივი- მოულოდნელად სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების მორიგი რაუნდი დაიგეგმა
შემდეგი სტატია„მთავარი არხის“ ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო