ელვის პრესლის გიტარა 334 ათას დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის გიტარა 334 ათას დოლარად გაიყიდა

ელვის პრესლის გიტარა, რომელიც მას მამამ 1969 წელს აჩუქა, ნიუ-იორკის აუცციონზე 334 ათას დოლარად გაიყიდა.
ვერნონ პრესლიმ გიტარა Gibson Dove შვილს მას შემდეგ აჩუქა, რაც მან კარატეში შავი ქამარი აიღო.
ჩრდილოეთ კაროლინაში ერთ-ერთი კონცერტისას პრესლიმ გიტარა თავის ერთ-ერთ თაყვანისმცემელს აჩუქა, რომელმაც ახლა ის გაყიდა.

Julien’s-ის აუქციონის სახლმა მუსიკალური ინდუსტრიის ვარსკვლავების ნივთები გამოიტანა გასაყიდად.
სხვა დანარჩენთა შორის, გამოტანილი იყო ჯონ ლენონის მიერ სიმღერა Being for the Benefit of Mr. Kite-ის ტექსტის ორიგინალი, რომელიც 354,4 ათას დოლარად იყო შეფასებული.

banner
წინა სტატიაშიგორბაჩოვმა ყირიმის რუსეთისთვის დაბრუნების იდეას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიაავსტრიაში კონცერტზე სროლის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა